” ვიცემერს მინდა დავავალო, დაიწყოს ბიზნეს სექტორთან კომუნიკაცია და რაც შეიძლება სწრაფად გამოვიტანოთ აუქციონზე არსებული სივრცეები.” – ამის შესახებ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
”გუდიაშვილის მოედანს სჭირდება შემდეგი პატრონი, ვინც მოუვლის მას, მიხედავს და სწორი ფორმით გამოიყენებს. ერთია სილამაზე და ამ ძეგლების მნიშვნელობა, თუმცა, მას აქვს მეორე, ეკონომიკური მხარეც. ჩვენ ბიზნეს სექტორს შესაძლებლობას მივცემთ, რომ ეს სივრცეები, რომლებიც არის მუნიციპალური საკუთრება, გამოიყენონ. მოვამზადებთ დოკუმენტაციას, რომ მოხდეს ამ სივრცეების გამოტანა და გასხვისება ბიზნეს სექტორზე, რომ შემდეგ ეს ყველაფერი სწორად იქნეს გამოყენებული. თუმცა, ამ პროცესში, პარალელურად, თბილისის მერია იქნება ჩართული, რომ გუდიაშვილის მოედანი, არსებული სივრცე იყოს სწორად განვითარებული და ჩვენ არ მივიღოთ ისეთი კაფე-ბარები, რომელიც შეიძლება არ იყოს მისაღები ქალაქისთვის და გარკვეულ პრობლემებს წარმოადგენდეს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ ეს იყოს მიზიდულობის ცენტრი. ადგილი, სადაც თითოეულ თბილისელს, თითოეულ ჩამოსულ სტუმარს ექნება სურვილი, რომ მივიდეს გუდიაშვილის მოედანზე, დაისვენოს, გაერთოს და ა.შ. ვიცემერს მინდა დავავალო, დაიწყოს ბიზნეს სექტორთან კომუნიკაცია და რაც შეიძლება სწრაფად გამოვიტანოთ აუქციონზე არსებული სივრცეები.”- განაცხადა კახა კალაძემ.