”გულაჩუყებულმა დარეკა, ყველა ფურცელზე ხელი მოუწერია და დროშას დააწერა მიყვარხართ ბავშვებოო” – როგორ დახვდნენ მეზობელი ბავშვები ზურიკო დავითაშვილს და გიორგი გველესიანს

სოციალურ ქსელში, მაკა ჯანაშია წერს, რომ როდესაც გაიგეს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები. გიორგი გველესიანი და ზურიკო დავითაშვილი მათ კორპუსში ცხოვრობდნენ, მეზობლებმა, ბავშვებთან ერთად  სადარბაზო მორთეს. თუმცა რადგან ფეხბურთელები სახლში გვიან ბრუნდებოდნენ, მათ მოსვლას ვეღარ მოუცადეს.

გვიან დაბრუნებულმა ფეხბურთელებმა კი სადარბაზოში მათ დატოვებულ მაისურებზე, დროშებზე და ფურცლებზე ავტოგრაფები დაუტოვეს.

“ჩვენთვის მაინც გამარჯვებულები ხართ!”; “მადლობა ამ ემოციებისთვის! მადლობა, რომ არ ნებდებით და მოედანზე იბრძვით ბოლომდე! მადლობა ყოველი წუთისთვის! მადლობა ქართველების გაერთიანებისთვის!” – წერია,ბანერებზე, რომლითაც ფეხბურთელებს, ბავშვებმა სადარბაზო გაუფორმეს.

 

”წუხელ გაირკვა ,რომ გველესიანი და დავითშვილი ჩვენთან ცხოვრობენ . დავფაცურდით მეზობლები და ბავშვებთან ერთად მოვრთეთ სადარბაზო და დასახვედრად გავემზადეთ . კი ვიჯექით ეზოში ღამის 2 საათამდე . მერე გვითხრეს ეგენი დილამდე იქეიფებენ აზრი არა აქვს ცდასო . დავიშალეთ . 10 წუთში ნინო კარის დასაკეტად ჩავიდა . თვითონაც გააღებენ კოდით და ჯობია ჩავკეტავო . გულაჩუყებულმა დარეკა , ყველა ფურცელზე ხელი მოუწერია და დროშას დააწერა მიყვარხართ ბავშვებოო . სულ 10 წუთი უნდა მოგვეცადა . თან კვარას მოუყვანია მანქანით . ვაგრძელებთ მეზობლობას !Nikoloz Tsulukidze სულ 5-10 წუთი უნდა დაგვეცადა . P.S. მე მინდოდა შუქი ჩაგვექრო , მუსიკაც გამოგვერთო . ბავშვებს ვუთხარი დაიმალეთ და უცებ გავანათოთ როგორც ფილმებშიათქო , უნდა შევაშინოთო ? მკითხეს , გული არ გაუსკდეთო :)))) გადავიფიქრე !  p.S. დავამატე ახალი ვიდეო , ახლა ჩამიგდეს ჩათში  ოხერი ბავშვები აღვიძებენ და ავტოგრაფს ართმევენ დღეს , უი არა გუშინ დილით თურმე თან ეკითხება ერთი , ბუდუს თუ იცნობო :))))))” – წერს მაკა ჯანაშია.