“გასაბრაზებელი და გულისმომკვლელია თუ რა თამაშს თამაშობს რუსეთი და როგორ იყენებს ადამიანის სიცოცხლეს ასე.”- ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ოკუპანტების მიერ უკანონო ტყვეობაში მყოფ ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა.
“მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა ზაზას ოჯახთან შეხვედრის, ძალიან გასაბრაზებელი და გულისმომკვლელია თუ რა თამაშს თამაშობს რუსეთი და როგორ იყენებს ადამიანის სიცოცხლეს ასე. კიდევ ერთხელ მსურს დავაფიქსირო მტკიცედ და მკაფიოდ აშშ-ს ურყევი ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება, რადგან სასწორზე ადამიანების სიცოცხლე დევს”, – თქვა კელი დეგნანმა.