“მე მეგონა, რომ ყველაფერი გამაოგნებელი ვნახეთ ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ გუშინ, ქართულმა ოცნებამ ყველანაირი მწვერვალი დაიპყრო, სახტად დატოვა მთელი მსოფლიო და თავი მოჭრა საქართველოს. ეს არის სილა განწული ევროკავშირისთვის, რაც ჩაატარა ქართულმა ოცნებამ. სილა გაწნული შარლ მიშელისთვის და იმ უზარმაზარი ძალისხმევისთვის, რაც გაწიეს, როგორც ევროპელმა პოლიტიკოსებმა, ასევე ამერიკელმა პოლიტიკოსებმა. ვხედავთ, რომ ძალიან მკაცრი, ორპარტიული განცხადებები იყო აშშ-დან და ევროკავშირის ცალკეული პოლიტიკოსებისგან, თუმცა ჯერ შარლ მიშელს და ევროკავშირს განცხადება არ გაუვრცელებიათ და გული მისკდება რას იტყვიან ისინი.
აცხადებს პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი