გუმათში პოლიცია შეგნებულად ძაბავს სიტუაციას – ვარლამ გოლეთიანი

“გუმათში პოლიცია შეგნებულად ძაბავს სიტუაციას”-  “რიონის ხეობის მცველების” ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, გუმათში პოლიცია ცდილობს ხალხის გარკვეული ნაწილი მათთან დააპირისპიროს და ამიტომ, შეიძლება მათი იქ არყოფნა გარკვეული პრობლემების წარმომშობი გახდეს.

“რისი შესაძლებლობაც გვექნება, ყველგან გავალთ აუცილებლად. გუმათშიც ისეთი სიტუაციაა, რომ იქაც არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები და შეიძლება მოხდეს, რომ შევწყვიტოთ კიდევაც ჩვენი გასვლა სხვადასხვა ადგილებზე. ძაბავს პოლიცია შეგნებულად, რომ დააპირისპიროს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჩვენთან, ამიტომ ჩვენი არყოფნა იქ შეიძლება გარკვეული პრობლემების წარმომშობი გახდეს”, – განაცხადა გოლეთიანმა.