გურიასა და აჭარაში სხვადასხვა რეგიონიდან დამატებითი ჯგუფებია ჩასული – ენერგო-პრო-ჯორჯია

გურიასა და აჭარაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული დამატებითი ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ-ინფორმაციას ენერგო-პრო-ჯორჯია ავრცელებს. დამატებითი ჯგუფები ჩასულია: კახეთიდან, მცხეთა-მთიანეთიდან, ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან.

“ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება გურიის სოფლების ნაწილს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს. ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება რაიონულ ცენტრებს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს.

თითქმის მთელი საქართველოდან გურიაში და აჭარაში ჩასული ელექტრიკოსები ამ წუთებშიც განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ და განაგრძობენ იქამდე, სანამ ენერგომომარაგების აღდგენა სრულად არ მოხდება”. – ნათქვამია განცხადებაში.