გურიაში, ნატანებში ქალი გარდაიცვალა. დიდთოვლობის გამო ოჯახში მისვლა ვერ ხერხდება – ადგილობრივი მედია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნატანების თემის სოფელ ჯაფარეულში ქალი გარდაიცვალა, რომელიც სახლში 85 წლის დედას უვლიდა.ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია “გურიის მოამბე” ავრცელებს.

მეზობლები დიდთოვლობის გამო გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ახლა უმწეო მოხუცი მარტოა მიცვალებულთან, მისვლას ვერ ახერხებენ.

მედიის ცნობით, გარდაცვალების მიზეზი სავარუდოდ დიაბეტი გახდა, მძიმე მდგომარეობასი მყოფ ადამიანთან სასწრაფომ ან მისვლა ვერ მოახერხა ანაც უსუქობის გამო ქალბატონმა ტელეფონი ვერ დამუხტა და სესაბამისად სასწრაფოც ვერ გამოიძახა.