გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარაიას კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი პრესსამსახურის განცხადებით ტესტის პასუხი დადებითია, გუბერნატორი საკუთარ ბინაშია და ეპიდემიოლოგების მითითებებს ელოდება. ტესტირება ჩაუტარდათ მის მოადგილეებს, თუმცა მათი ტესტის პასუხი უარყოფითია. შენობაში, სადაც გუბენია, მერია და საკრებულოა განთავსებული სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.