გურჯაანში, სოფელ ჭანდარში 51 წლის კაცი დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში 51 წლის კაცი დაჭრეს. ის მისმა ახლობელმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მათივე ცნობით, ბრალდებული დაკავებულია.