გურჯაანში ქალს მანქანა დაეჯახა – ის ადგილზე გარდაიცვალა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, 87 წლის ქალის გზის გადაკვეთისას მსუბუქი მანქანა დაეჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.