გურჯაანში ხელოსანს მანქანა დაეცა და გარდაიცვალა

გურჯაანის სოფელ ახაშენში შუა ხნის მანქანების ხელოსანს შესაკეთებლად აწეული მანქანა დაეცა და გარდაიცვალა.

კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო, ექიმებმა დაშავებულის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.