გურჯაანში 2 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ მამა დააკავა

კახეთში, გურჯაანში ორი წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ ბავშვის მამა დააკავა.

მცირეწლოვანი გურჯაანის “ჯეოჰოპიტალსში”, დამწვრობებითა და მუცლის ძლიერი ტკივილით, გუშინ შეიყვანეს. ბავშვის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ექიმებმა მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტები მიიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრზე ძალადობას გულისხმობს.