პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ილიჩოვა–მელაშვილის გამოშვებით მას და ქართულ ოცნებას შორის ნდობა გააღრმავა.
ის ლევან იოსელიანთან ერთად პარლამენტში კიდევ ერთხელ მივიდა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შეხვდება.
„მე და ლევანი ისევ მოვედით, ვინაიდან გუშინაც იყო კომუნიკაცია ჩვენთან, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გავმართოთ. შესაძლოა, საბოლოო შეთანხმებამდე მივიდეთ ან ვერ მივიდეთ. რა თქმა უნდა, გუშინდელმა ფაქტმა ამ ყველაფერს ძალიან კარგი ფონი შეუქმნა, გააღრმავა ნდობა ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის,“ – განაცხადა ელისაშვილმა.
გუშინ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულმა ივერი მელაშვილმა განაცხადა, რომ ურჩევნია ციხეში შეაბრუნონ, ვიდრე რომელიმე ოპოზიციონერმა მისი გამოშვება პარლამენტში შესასვლელად გამოიყენოს.