„მამაკაც ოპოზიციონერებს რას უწუნებენ? მაგალითად, ბატონ რომანს, რომელიც იბრძვის და იღწვის კანდიდატის სტატუსისთვის? რა ქნან, როგორ გაიპრავონ თავი, არ იციან. ახლა რომ გამოდიან და წერილს აგზავნიან, ამ წელიწადნახევრის განმავლობაში სად იყვნენ? – სამუშაო ჯგუფებში ვერ შემოვიყვანეთ. მაშინ სად იყო ამ ქალ ოპოზიციონერთა გაერთიანება? ესენი მაშინაც მავნებლობდნენ და ახლაც. იციან, რომ ყველაფერი გააკეთა მთავრობამ პრემიერის და პარლამენტმა შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილების წინაშე დადგეს ევროკომისია. იციან, რომ სტატუსს ველოდებით და არ უნდათ ჩამორჩნენ ამ მატარებელს. ერთმანეთს არ იყო, რომ ეუბნეოდნენ გუშინწინ, შენ იყავი წინააღმდეგი და შენ არაო და ერთმანეთს ამხელდნენ?! აი, ეს არის ამათი მორალი, რომ ამორალურია, ამათი პრინციპი, რომ უპირნციპობაა, აქაც კი ჩანს! ე მანდ, იმ წერილში მელანი არ დაეწუწოთ, ამას ვურჩევდი!“
ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან უსრულა ფონ დერ ლაიენისთვის ქალი ოპოზიციონერების ერთობლივ მიმართვას.