გუშინ დაკავებული 8 პირიდან ერთს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ფოტო: რადიო თავისუფლება

“თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 8 პირიდან ერთს, პაატა გურჩიანს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

დაკავებული გურჩიანი საპატრულო პოლიციის მიერ გაჟღერებულ გარემოებებს დაეთანხმა და აღნიშნა, რომ “ლანძღვა-გინებას ეთანხმებოდა”.

ცნობისთვის, გუშინ პუტინისტურმა ჯგუფებმა მედიის 53 წარმომადგენელზე იძალადეს. პოლიციამ მხოლოდ 8 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით.