ძალიან ვამაყობ გუშინდელი ხალხის ერთიანობით. BBC-ს ჟურნალისტმა თბილისიდან ჩართვისას ხალხის რაოდენობას “ძალიან შთამბეჭდავი” უწოდა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვანახეთ მსოფლიოს, რომ მზად ვართ გამარჯვებისთვის და წინ ვერავინ დაგვიდგება. გუშინდელი დღე იმითაც იყო ნიშანდობლივი, რომ ერთმანეთის გვერდით იდგა 3 წამყვანი ოპოზიციური ძალის აქტივი და იქვე იყო პრეზიდენტი და ყველანი ძალიან მეგობრულად იყვნენ განწყობილი ერთმანეთის მიმართ. ისე ცნობისთვის გუშინ მარშზე იდგა ორჯერ მეტი ხალხი, ვიდრე ივანიშვილის მთავარ საარჩევნო მიტინგზე 2012-ში.
წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.