ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ნაცები და რუსები “პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ”, საქართველო კი გამარჯვებას ზეიმობდა.
“რუსეთის გუშინდელი პროპაგანდა იყო პიარული მარაზმი, ასეთ პიარულ თავხედობაში გუშინ გადაიჭრნენ რუსები და „ნაცები“ და საქართველო ზეიმობდა გამარჯვებას. ეს იყო მოკლე შეფასება გუშინდელი დღის – რუსები და „ნაცები“ იყვნენ პიარულ თავხედობაში გადასული და საქართველო ზეიმობდა გამარჯვებას, რადგან ეს არის ისტორიული ფაქტი”,– ამბობს მდინარაძე.
მისივე განცხადებით, არ აპირებდნენ საუბარს, ვისი დამსახურება იყო ეს, თუმცა ენმ–მ “პიარული ე.წ. ტრიუკების კეთება განიზრახა” .
|იკადრეს და თუ მათი მთავარი მიღწევა ჩვენგან აინტერესებთ, არის ის, რომ ომიდან ორ თვეში საქართველოს ომის დაწყება რომ დააბრალეს. ეს რეზოლუცია, ჩვენი და საქართველოს მთავარი მიღწევა ამ საკითხთან დაკავშირებით იყო გუშინდელი დღე, როცა ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლებრივად, რომ რუსეთია ოკუპანტი და ადამიანის უფლებები დაარღვია ბევრ პუნქტში, ბევრ ნაწილში”, – აღნიშნა მდინარაძემ.
მისივე მტკიცებით, ნაციონალური მოძრაობის ერთადერთი დამასახურება სასამართლოში სარჩელის შეტანაა.