მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ ღამით გართულდა.
“მინდა მოგახსენოთ, რომ გუშინ ღამე მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი დაეცა კრიტიკულ ზღვრამდე და საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა, რის შემდეგაც დასტაბილურდა ეს მაჩვენებელი.
ეს ადასტურებს იმას, რაც კონსილიუმმა საკუთარ დასკვნაში თქვა, რომ ახლა შიმშილობის ისეთ ფაზაში შედის მესამე პრეზიდენტი, რომ ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაურესება და დღის წესრიგში დადგება დაუყოვნებლივი სამედიცინო სერვისის გაწევა”,- ამბობს დიტო საძაგლიშვილი.