“მოქმედი პრემიერის ნაცვლად მინდა თითოეულ პოლიციელს, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს და ინსტუტუტებს იცავდა იქ, ჩვენთან ერთად, ბოდიში მოვუხადო და სრული სოლიდარობა გამოვუცხადო. მინდა ვუთხრა მათ, რომ მაშინაც ვიცავდით სახელმწიფოს და დღესაც გავაგრძელებთ, რადგან ბევრი ღირსეული ადამიანია, რომელმაც თავისი ჯანმრთელობა შესწირა. არავის აღარ ახსოვს დაზარალებული პოლიციელები. გუშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ „ოცნება“ „განაცდა“. მეტი არაფერი იყო ეს. დღეს „ოცნება“ რომ ქართული არაა მივხვდი, მაგრამ ეს „ოცნება“ „ნაცური“ გახდა.

რა თქვა და ლოგიკა როგორი იყო – გამოვიდა, რომ ამ ხალხმა წლების განმავლობაში იცოდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი დაუშავებია და სწორად უნდოდათ პარლამენტში შეჭრა – ცემა-ტყეპით, ძალადობით, თავდასხმებით პოლიციაზე, ამიტომ მელიას ამნისტიაც გაუკეთეს და გარდასახეს მერობის აბსოლუტურად სუფთა და ლეგიტიმურ კანდიდატად.

ამიტომ ვამბობ, რომ „ოცნება“, ჩემდა სამწუხაროდ, „განაცდა“, გადაეცით, რომ „ოცნება“ „განაცდა“. მაშინ ჯერ არ იყვნენ „განაცებულები“. ჩვენ გარდამავალი დემოკრატია ვართ, სუსტი ინსტუტუტები გვაქვს, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ქვეყანას ვინ ხელმძღვანელობს. სამწუხაროდ, ასეა. წლების განმავლობაში მუშაობა დაგვჭირდება, რომ ინსტუტები იყოს ისეთი ძლიერი, რომ ვინ იქნება მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი, მნიშვნელობა არ ჰქონდეს“

ასე ეხმიანება თბილისის მერობის კანდიდატი, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ღარიბაშვილის განცხადებას IPN-ის ცნობით. პრემიერმინისტრმა გუშინ თქვა, რომ 20 ივნისს უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს, რაც გახარიას ხელწერაა.