“გუშინ უკვე საბოლოოდ წაიშალა ყოველგვარი ფორმალური ზღვარიც კი ნაციონალურ მოძრაობასა და საქართველოში მოქმედ ყველაზე მდიდარ NGO-ებს შორის. გუშინ ცხადი გახდა, რომ ბაკურიანის გეგმა ჩავარდა და მას აღსრულება არ უწერია. ამ გეგმის განხორციელებას ესაჭიროებოდა ერთი მთავარი რამ – ხალხის მხარდაჭერა, ნაციონალური მოძრაობა, მისი ახალგაზრდული რადიკალური ფრთა სირცხვილია და ნაციონალური მოძრაობის NGO სატელიტები კი ამ მხარდაჭერას ვერასოდეს მოიპოვებენ, რადგან მათ მხარეს არ არის სიმართლე. ჩვენ სამი დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა, სამწუხაროდ, ამ გეგმას ნაციონალურმა მოძრაობამ და მასთან დაკავშირებულმა NGO-ებმა კვლავ დესტრუქციული ქმედებებით უპასუხეს, თუმცა ჩვენთვის მათი ქმედებები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება გეგმიდან გადახვევის მიზეზი”,

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 3 ივლისს რუსთაველზე გამართულ აქციას ეხმაურება.