გუშინ ღამე შავი ჯიპები ჩემი შეღებილი მანქანის გზიდან გადაგდებას ცდილობდნენ – ამის შესახებ, სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში წერს.
”გუშინ ღამე შავი ჯიპები პიპინით ცდილობდნენ ჩემი შეღებილი მანქანის გზიდან გადაგდებას, ვაკე/საბურთალოზე, ნომრების დამახსოვრებაც ვერ მოვახერხე სამწუხაროდ, არ ვარ მიჩვეული გზაზე რალიში ბრძოლას”.- წერს ნატა ფერაძე.
აქვე შეგახსენებთ, რომ 22 ოქტომბერს, ნატა ფერაძის მანქანაზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს.