გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინას Shahed-ის ტიპის 17 დრონითა და C-300-ის 6 მართვადი რაკეტით შეუტია. უკრაინამ ოკუპანტების გაშვებული 10 დრონის განადგურება შეძლო. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.
“დაფიქსირდა Shahed-ის ტიპის 17 უპილოტო საფრენი აპარატი და 6 საზენიტო მართვადი რაკეტა S-300. საბრძოლო მოქმედებების შედეგად უკრაინის სხვადასხვა რეგიონში 10 დრონი განადგურდა”, – ნათქვამია განცხადებაში.