გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 17 დრონიდან 10 ჩამოვაგდეთ – უკრაინა

ირანული დრონის Shahed -136-ის ნამსხვრევები ხარკოვის ოლქის კუპიანსკის მახლობლად იპოვეს.

გასულ  ღამეს რუსეთმა უკრაინას Shahed-ის ტიპის 17 დრონითა და C-300-ის 6 მართვადი რაკეტით შეუტია. უკრაინამ ოკუპანტების გაშვებული 10 დრონის განადგურება შეძლო. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.

“დაფიქსირდა Shahed-ის ტიპის 17 უპილოტო საფრენი აპარატი და 6 საზენიტო მართვადი რაკეტა S-300. საბრძოლო მოქმედებების შედეგად უკრაინის სხვადასხვა რეგიონში 10 დრონი განადგურდა”, – ნათქვამია განცხადებაში.