დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს პრეპარატებთან დაკავშირებული თაღლითობის შესახებ აფრთხილებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს, რომელიც თითქოსდა რეკომენდებულია COVID-19-ით დაინფიცირების შემთხვევაში და პროფილაქტიკისთვის.

“ბოლო პერიოდში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს, რომელიც რეკომენდებულია COVID-19-ით (კორონათი) დაინფიცირების შემთხვევაში და პროფილაქტიკისთვის.

გვინდა გაცნობოთ, რომ ზემოაღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არანაირ მედიკამენტს არ უწევს რეკომენდაციას.

გთხოვთ, მსგავსი ზარების შემთხვევაში ნომერი, რომლიდანაც ზარი განხორციელდა გადასცეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს.“–ნათქვამია განცხადებაში.