თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელია და თავის ჩამოხრჩობას ცდილობდა. ერთ-ერთი ვერსიით, მას ოჯახური კონფლიქტი მოუვიდა.
სუიციდამდე მამაკაცს პოლიციამ მიუსწრო და მისი გადარჩენა შეძლეს, ამჟამად ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.