ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ინფექცია გადატანილი ადამიანების იმუნური სისტემა 6-დან 8-თვემდე დაცულები არიან განემორებითი ინფიცირებისგან.
“ძალიან კარგი ავტორიტეტული კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანს ორი მახსოვრობის სისტემა აქვს. ერთი არის ანტისხეულები და მეორე – მახსოვრობის უჯრედები. ორივე ყალიბდება, როდესაც კორონავირუსს ან სხვა ვირუსს შეხვდება ადამიანი. ამიტომ ადამიანებს, რომლებსაც გადატანის შემდგომ აქვთ მსუბუქი ტიტრი ან არ აქვთ ანტისხეულები არ ნიშნავს, იმას, რომ მათ მუდმივი მახსოვრობა არ აქვთ.
6-დან 8-თვემდე მსუბუქ დაავადება გადატანილი პაციენტები მინიმუმ დაცულები არიან განმეორებითი ინფექციისგან,”- თქვა ბიძინა კულუმბეგოვმა რუსთავი2-ის ეთერში.