“დააზიანა ძვირადღირებული ტექნიკა, შეურაცხყოფა მიაყენა ციხის ადმინისტრაციას, გამოძიება დავიწყეთ” – იუსტიციის სამინისტრო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათივე თქმით, გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
“მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი შესახლდა №18 დაწესებულებაში, მან როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება”, – ნათქვამია განცხადებაში.