„დააკავეთ რუსეთის აგენტი ოთარ ფარცხალაძე!“ – ამ ლოზუნგით საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აქციას მართავენ.
აქციის წევრები აცხადებენ, რომ ქართული ოცნების პოლიტიკური კურსი არ ემთხვევა ქართული საზოგადოების ხედვებს, გომელაურს კი ქვეყანაში რუსული პოლიტიკის ერთ-ერთ გამტარად მიიჩნევენ.
დღეს, პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. ის საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით არის დაბარებული.