შსს-მ დააკავა მორჩილი, რომელმაც მეორე მორჩილზე იძალადა

შსს-მ ძალადობით განხორციელებული დევნის, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებისა და სოციალური ქსელით გავრცელების ბრალდებით ერთი პირი, 1987 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ვ.გ.-მ მიმდინარე წლის 18 თებერვალს, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ერთ-ერთ შენობაში რ.მ.-ზე ფიზიკურად იძალადა. ძალადობის ამსახველი კადრები მოგვიანებით სოციალური ქსელი ფეისბუქის მეშვეობით გავრცელდა” – აცხადებს უწყება.

ცნობისთვის, გუშინ Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ერთი სასულიერი პირი მეორეზე.