პედიატრი და აქტივისტი კოტე ჩახუნაშვილი დააკავეს. როგორც მისი მეგობარი, ეკა კვირკველიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩახუნაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ჩახუნაშვილი დიღმის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.