თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. საპატრულო ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა, მოგვიანებით კი გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც მოტოციკლის მძღოლი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა. ბაიკერი, 20-დან 25 წლამდე ბიჭი, ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევას Tiktok live-ში იღებდა კიდევ ერთი მოქალაქე, გიკა მოდებაძე.მის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მოგვიანებით მას პოლიციამ ვიდეოს გადაღება შეაწყვეტინა. ოჯახის ინფორმაციით, მოდებაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მიზეზად დასახელდა პოლიციელის შეურაცხყოფა.