დააკავეს 38 წლის კაცი, რომელიც 2004 წლიდან სხვადასხვა დანაშაულისთვის იძებნებოდა – შსს

ქვემო ქართლის პოლიციამ სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი, 1987 წელს დაბადებული ი.ა. დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“დაკავებული ი.ა. სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ბრალდებით 2004 წლიდან იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა, მსჯავრდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი საზღვრის კვეთას სხვის სახელზე გაცემული პასპორტით ცდილობდა.

ბრალდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში” – წერს შსს.