“ჩვენ მხოლოდ ჩვენი მიწისა და ჩვენი თავისუფლებისთვის ვიბრძვით. და დამიჯერეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სახელმწიფოს ყველა დიდი ქალაქი ახლა გადაკეტილია, ჩვენს თავისუფლებასა და სახელმწიფოში არავინ შემოვა. დამიჯერეთ, ყოველ მოედანს ერქმევა  თავისუფლების მოედანი. ვერავინ გაგვტეხს, რადგან ჩვენ ვართ ძლიერები, ჩვენ ვართ უკრაინელები.

[…] პატივცემულებო, ჩვენ გვყავს ძალიან მოტივირებული ხალხი, ვიბრძვით ჩვენი უფლებებისთვის, თავისუფლებისთვის, სიცოცხლისთვის და  გადარჩენისთვის. ჩვენ ასევე ვიბრძვით, რომ ვიყოთ ევროპის თანაბარი წევრები. მე მჯერა, რომ დღეს ჩვენ ყველას ვაჩვენებთ ზუსტად იმას, ვინც ვართ. ევროკავშირი იქნება ბევრად ძლიერი ჩვენთან ერთად. თქვენს გარეშე კი უკრაინა მარტო დარჩება. ჩვენ დავამტკიცებთ ჩვენს ძალას. თქვენ დაამტკიცეთ, რომ ჩვენთან ხართ, დაამტკიცეთ, რომ ევროპელები ხართ, მაშინ სიცოცხლე დაამარცხებს სიკვდილს, სინათლე კი სიბნელეს. დიდება უკრაინას!”

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.