”დასავლეთში ივანიშვილის ნაცვლად სააკაშვილის მოსვლა არ უნდათ!” – ამის შესახებ, პოლიტიკის ანალიტიკოსმა, დავით ზურაბიშვილმა TV კავკასიის გადაცემაში, “პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად” განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტში, მიხეილ სააკაშვილში დასავლეთი ხედავს უფრო მეტ რისკს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილში და მისი შეფასებით სწორედ ეს იძლევა მიზეზს რატომაც, “გათავხედდა” “ქართული ოცნება”.
”ვერც “ნაციონალური მოძრაობის” დაბალანსება მოხდება, ვერც ამომრჩეველში მიშას დაბრუნების შიშის გაქარწყლება მოხდება და ხელისუფლება ყოველთვის გააყალბებს არჩევნებს, ისეთ დონეზე არ დასჭირდება არჩევნების გაყალბება რომ მთელი მსოფლიო დაემხოს თავზე. რატომ არის ხელისუფლება ასეთი გათავხედებული და აშშ-ს საელჩოს კრიტიკასაც კი ბედავს, იმიტომ რომ შეერთებული შტატებისთვის და დასავლეთ ვროპისთვისაც, შეიძლება ნაც. მოძრაობის მხარდაჭერებს არ სიამოვნებდეს რასაც ვამბობ მაგრამ, არ უნდათ დასავლეთში სააკაშვილის მოსვლა ივანიშვილის ნაცვლად. სააკაშვილში დასავლეთი ხედავს უფრო მეტ რისკს. განსაკუთრებით ჩვენ ვხედავთ პუტინის სახით რასთან გვაქვს საქმე რუსეთის ხელისუფლებაში და ახალი კონფლიქტის წყარო (დასავლეთში) არ სჭირდებათ” – განაცხადა ზურაბიშვილმა.