დაასწო მთავრობამ ევროკავშირს… დაემშვიდობა რეფორმის დღის წესრიგს – ვიოლა ფონ კრამონი ევროკავშირის დახმარებაზე

დაასწო მთავრობამ ევროკავშირს… საქართველოს მთავრობა სრულებით დაემშვიდობა რეფორმის დღის წესრიგს. უფრო და უფრო გამოიკვეთება ეს –  ამ განცხადებებით ეხმაურება, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი  “ქართული ოცნების” მხრიდან ევროკავშირის დახმარებაზე უარს. ამის შესახებ, ევროპარლამენტარმა, ტელეკომპანია  “ფორმულას” ეთერში, “პოლიტიკის ფორმულაში” ისაუბრა.

“საქართველოს ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობის ადგილობრივი არჩევნები ელოდება. არ გამოიყურება კარგად მმართველი პარტიის შანსები. ევროკავშირს რომ გამოეცხადებინა, რომ არ იქნებოდა მეორე ტრანში, რადგან მთავრობამ ვერ შეასრულა კრიტერიუმი, რადგანაც მათ სრულიად შეგნებულად არ მოახდინეს სასამართლოს რეფორმირება, მაშინ მათ რეპუტაცია დაუზინდებოდათ. შესაბამისად დაასწო მთავრობამ ევროკავშირს და საკმაოდ გულუხვად განაცხადა რომ არ გვჭირდება. ამით დააზიანა საქართველოს მოქალაქეები. ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა. საუბარი არაა ევროკავშირზე, საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე.

ბოლო კვირებში და თვეებში საქართველოს მთავრობა სრულებით დაემშვიდობა რეფორმის დღის წესრიგს. უფრო და უფრო გამოიკვეთება ეს.  საქართველოს მთავრობამ უბრალოდ არ დაიცვა სექტემბერში მიღწეული ხელშეკრულება,  ეს იყო სასამართლო რეფორმა და ეს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რომლებიც უკვე დასახელებული არიან ყველა ხელშეკრულების დარღვევით, რომელსაც ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობამ. ეს არის ის წერტილი როცა უნდა ვთქვათ, რომ ძალიან შოკირებული ვართ”. – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.