დააყენეს, რომ რამენაირად მელია გაათრიონ მეორე ტურში – კობახიძე გახარიაზე

“დააყენეს, რომ რამენაირად მელია გაათრიონ მეორე ტურში” – ასე ეხმაურება ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ყოფილი თანაგუნდელის გიორგი გახარიას კანდიდატურის წარდგენას თბილისის მერობაზე.

“მაინცდამაინც სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებდი. ეს არის ნიკანორ მელიასთვის გადამდგარი ყოფილი პრემიერი, რომელიც ახლა დააყენეს მერობის კანდიდატად იმისთვის, რომ რამენაირად მელია გაათრიონ მეორე ტურში, თუმცა, ბუნებრივია, ეს მათ არ გამოუვათ და კახი კალაძე მოიგებს პირველივე ტურში. გახარიას აქვს კონკრეტული დავალება, რაც შესრულებადი არ არის”. – თქვა კობახიძემ.

გიორგი გახარიამ საკუთარი კანდიდატურა თბილისის მერად დღეს, 1-ლ სექტემბერს დაასახელა.