ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ ხელისუფლება პარტიების დაფინანსების შეწყვეტით ვერ დააშანტაჟებს.
“კანონის მიხედვით, მათ შორის, იმ კანონის მიხედვით, რომელიც ზარ-ზეიმით მიიღო ბატონმა კობახიძემ, პარტიების დაფინანსება დამოკიდებული არაა პარლამენტის მოღვაწეობის ფორმატზე, არამედ იმ ხმების რაოდენობაზე, რაც მიიღო [პარტიებმა], ეს ერთი.
მეორე, დაახვიოს კობახიძემ ეს თავის კანონი… და აღარ გავაგრძელებ მერე. თუ კობახიძეს ჰგონია, რომ პარტიული დაფინანსებით დააშანტაჟებს ვინმეს… ხო ბრიყვი ღლაპია, მაგრამ ესე იგი, კიდევ უფრო მეტ ფსკერზე ყოფილა, ვიდრე საზოგადოებას წარმოედგინა. თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამით პარტიებს დააშანტაჟებს, ცდება. დანარჩენი ეს არის უკანონობა, უკუქმედების ძალა ვერც ექნება, ისევ ვიმეორებ, აიღონ, დაჭრან, შეჭამონ, რაც უნდათ ის უქნიათ”,- ამბობს უგულავა.
ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ოპოზიციური პარტიები მანდატებზე უარს იტყვიან, ისინი სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებენ.