10-მდე ადამიანმა დატოვა სისტემა – ვარლამ გოლეთიანი

რიონის ხეობის მცველის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, სამართალდამცავი სისტემა გარდა 2 გავრცელებული ფაქტისა, კიდევ 10-მდე ადამიანმა დატოვა.

მისი თქმით, ამ ადამიანებს საჯაროობა არ სურთ.

“იყო შემთხვევები როცა აქციების დროს მოვიდნენ ჩვენთან და პირადად მითხრეს, რომ აპირებდნენ წამოსვლას და ჩემ თვალ წინ დარეკა თავის უფროსთან სამხედრო სამსახურში. დაახლოებით 10-მდე ასეთი შემთხვევა იყო, რომლებმაც დატოვეს სამსახური, თუმცა არ სურს ამ ადამიანებს ღიად ვინაობის დაფიქსირება, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა აქვთ დანარჩენ თანამშრომლებთან. ყველა ამას ამბობს, რომ იმდენად გულშემატკივრობენ ამ ბრძოლას, რომ არ შეუძლიათ, სისტემაში დარჩნენ”,– თქვა გოლეთიანმა TV პირველის ეთერში.

ცნობისთვის, 2 დღის წინ შსს დატოვა გამომძიებელმა და ის გუშინ საპროტესტო აქციებს შეუერთდა. სისტემა დატოვა ერთმა ჯარისკაცმაც.