დაახლოებით 150 000 ადამიანი გამოვიდა გუშინ – ღარიბაშვილი ”ოცნების” აქციაზე

“დაახლოებით 150 000 ადამიანი გამოვიდა გუშინ”- აცხადებს, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.ღარიბაშვილმა ეს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა და აღნიშნა, რომ “მთელმა მსოფლიომ ნახა ჩვენი ხალხის ძალა”.

“დაახლოებით 150 000 ადამიანი გამოვიდა გუშინ. რაც არ უნდა ტყუილები ილაპარაკოთ, მთელმა მსოფლიომ ნახა გუშინ ჩვენი ხალხის ძალა. ასე, რომ მოგიწევთ ყველას, დაემორჩილოთ ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებას”, – თქვა ღარიბაშვილმა.