დააჯარიმეს არა **ე, თავს ნუ **ლევებთ – ჯაფარიძე პოზნერზე და მის მეგობრებზე

ზურაბ ჯაფარიძე ეხმიანება შსს-ს, რომელმაც განაცხადა, რომ რუსი პროპაგანდისტი პოზნერი და მისი 31 მეგობარი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო დააჯარიმეს. გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერს ამ ინფორმაციის არ სჯერა.

“დააჯარიმეს არა **ე. თავს ნუ **ლევებთ. აქ **ე არავინაა”,– წერს ჯაფარიძე Facebook–ზე.

შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში სტუმრებთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, თუმცა აქტივისტების პროტესტის გამო, იძულებული გახდა თბილისი ვადაზე ადრე, ჩარტერული რეისით დღეს გამთენიისას დაეტოვებინა.

საპროტესტო აქციები გაიმართა როგორც სასტუმრო “რუმსთან”, სადაც პოზნერი დაბინავდა, ასევე  “ვინოტელთან”, სადაც პუტინის მეგობრებმა ივახშმეს.