დაბეჯითებით თქმა, რომ პიკი გადავაირეთ, ცოტა რთულია – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რთული სათქმელია, გადავიარეთ თუ არა პიკი.

“მთავარი იქნება ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები. ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვსაუბრობთ გაუმჯობესებაზე, ვსაუბრობთ სტაბილიზაციაზე, თუმცა, იმის დაბეჯითებით თქმა, რომ პიკი გადავიარეთ და ეპიდემიის უკვე დაღმავალი ტენდენცია გვაქვს, ცოტა რთულია, ამაზე საუბარი ნაადრევია.

ჩვენ ვაკვირდებით და ძალიან კარგია, რომ მოლების მუშაობის პროცესში მინიმალური დარღვევებია, თითქმის არ არის, რაც თავისთავად არის იმის გარანტი, რომ რისკები მინიმალური იქნება. უნდა დაველოდოთ კიდევ გარკვეული პერიოდი, როგორც იცით, თითოეული შემსუბუქება საჭიროებს ორკვირიან ინტერვალს იმისთვის, რომ მისი შედეგები მეტად თვალსაჩინო იყოს. ასე, რომ ამ შემთხვევაში არ უნდა ვიჩქაროთ, ჩვენი პოზიცია ასეთია“,- განაცხადა გაბუნიამ.