დაბომბვის პერიოდშიც კი არ იყო ქვეყანა ამ მდგომარეობაში, ესაა ბუნებიდან ამოგლეჟილი ხეების ერთობა – ნატა ფერაძე დენდროპარკზე (ფოტოები)

ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკის მშენებლობას   გურიის, სამეგრელოსა და აჭარის ხე-ტყე ემსხვერპლა. სამოქალაქო  აქტივისტი ნატა ფერაძე გაჩეხილი ტერიტორიების ფოტოებს სოციალურ ქსელში  ავრცელებს.

როგორც ნატა ფერაძე აცხადებს, დენდროპარკის მშენებლობის გამო რეგიონებში მთლიანად აირია მიკროკლიმატი.

“ეს არაა დენდრო პარკი, მას სულ სხვა ფუნქცია აქვს. ესაა მთელ აჭარაში, სამეგრელოსა და გურიაში აოხრებული, ბუნებიდანამოგლეჟილი ხეების ერთობა, რასაც არჩევნების წინ გაგვიხსნიან და ვარდისფერ ფლამინგოებს გვანახებენ. ნებისმიერი, კეთილსინდისიერი ადამაინი გვერდით დადებდა იმ ფოტოებს, რაც მე განვათავსე, რადგან დაბობვის პერიოდშიც კი არ იყო ქვეყანა იმ მდგომარეობაში, რაშიც ახლაა,  ივანიშვილის მიერ “დენდროპარკის” აშენების შემდე”,-განაცხადა ნატა ფერაძემ.