უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხარკოვის ეპარქია აცხადებს, რომ 2 მარტს დაბომბვის შედეგად დაზიანდა ქალაქ ხარკოვის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი.
მათი ინფორმციით, საკათედრო ტაძარში ჩამსხვრეულია ფანჯრები და ვიტრაჟები, დაზიანებულია ეკლესიის ჭურჭელი და დეკორაციები.
საკათედრო ტაძარში შეფარებული ხალხი არ დაშავებულა.