მე არ ვიცი, რა არის ამ განცხადების კონტექსტი, აქედან გამომდინარე, კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი და დღის წესრიგი. ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება და დღის წესრიგი არის 12 პუნქტის შესრულება. რაც შეეხება დაბრკოლებებს ამ გზაზე, დაბრკოლებები იქმნება ერთადერთი მხრიდან, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც საერთოდ არ არის ჩართული შესაბამისი რეფორმების განხორციელებაში. დღესაც კენჭი ვუყარეთ 2 დოკუმენტს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება 12 პუნქტის განხორციელებას და რადიკალური ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა შესაბამის ცვლილებებს. არ ვიცი ვისზე საუბრობს, აქედან გამომდინარე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, მაგრამ კიდევ ვამბობ, ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება და ამოცანაა 12 პუნქტის შესრულება, ამის საპირისპიროდ მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რაც დასტურდება“,

მმართველი გუნდის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ “არ იცის განცხადების კონტექსტი”, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა საქართველოში ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე გაავრცელა.