“როცა მე ბიზნესი დავიწყე, 90-იან წლებში, როცა იყო კუპონი, რუსული მანეთი და საერთოდ არავინ ვიცოდით, როგორ კეთდებოდა ბიზნესი და გვეგონა ეს ფულის კეთება, 93 წელს მე მივხვდი, რომ არ მინდა ვიყო ბიზნესში, რომლის მიზანია აგარაკის და უცხოური მანქანის ყიდვა. მაშინ გადავწყვიტე, რომ მე მინდა ვაშენო ისეთი რამ ჩემს მეგობრებთან ერთად, რაც ჩვენს ქვეყანას გაუთქვამს სახელს ქვეყნის გარეთ და მე ამას მივაღწიე. ბორჯომი ამოვიყვანეთ კრიმინალური ჭაობიდან, ამაზე ხმამაღლა ჩვენ არ გვისაუბრია, არასდროს მიგვიყიდია ის რუსებისთვის. შევქმენით უზარმაზარი საფინანსო ინსტიტუტი, რომელსაც დღესაც კი 40% ჩვენი მოსახლეობის ენდობა და ეკონომიკის 40% ფინანსდება თიბისი ბანკიდან.

დააკვირდით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ბოტების შემოსევას, სადაც უნდათ, რომ პროცენტი და ყველა უბედურება ხაზარაძესთან დააკავშირონ. არ გამოგივათ, არ ვცემ ამას პასუხს! ეს არის სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ვენდეტა, რომლის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი. კიდევ ვეუბნები მას, რომ ეს რუსულმენტალური, “პაპანაწიამ” მმართველობა დასრულდება, ჩვენ დაგასრულებთ! გაგიშვებთ პენსიაზე და ეს მენტალობა ამ ქვეყანაში დასრულდება. ნამდვილი, თავისუფლების მოყვარული ხალხი დაიწყებს ნამდვილი და ახალი საქართველოს მშენებლობას”

თქვა “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.