“დაგეგმილია საცურაო კომპლექსის აღდგენა” – ლაგუნა ვერეს მფლობელი კომპანიის განცხადება

“დაგეგმილია საცურაო კომპლექსის აღდგენა” – ამის შესახებ ნათქვამია “ლაგუნა ვერეს” ახალი მფლობელი კომპანიის, ნეო სითი დეველოპმენტის,  მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ლაგუნა ვერესა და შპს ნეო სითი დეველოპმენტს შორის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება 7 აგვისტოს გაფორმდა. 12 665 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორია ნეო სითი დეველოპმენტის საკუთრებაში ოფიციალურად 2023 წლის 10 აგვისტოდან გადავიდა.

დაგეგმილია საცურაო კომპლექს ლაგუნას აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა. სამუშაოები  დაიწყება შესაბამისი კვლევების მომზადებისა და სანებართვო დოკუმენტაციის აღების შემდგომ და დასრულდება მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულებასთან ერთად.

კომპანია წარმოადგენს ლაგუნა ვერეს განვითარების პროექტს. ქალაქს ექნება ევროპული სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რომლის ისტორიაც 1978 წელს იწყება. აუზი მისი გამორჩეული დიზაინითა და არქიტექტურით ცურვის მოყვარულებსა და პროფესიონალებს მაღალი სტანდარტის უნიკალურ სივრცეს შესთავაზებს. 70-იანი წლების თბილისის მოდერნიზმის გამორჩეული ნიმუში დაიბრუნებს პირველსახეს“.-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.