“დაგვიჭირეთ მხარი ნებისმიერი საშუალებით“–ზელენსკიმ “გრემის“ ცერემონიალს მიმართა

წუხელ ამერიკული მუსიკალური პრემია “გრემის“ დაჯილდოების ცერემონიალზე უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის მიმართვა ჩართეს.

“რა გავს ყველაზე ნაკლებად მუსიკას? დანგრეული ქალაქების სიჩუმე და მოკლული ადამიანების დუმილი. დაგვიჭირეთ მხარი ნებისმიერი საშუალებით, ნუ გაჩუმდებით, და მაშინ ჩვენს ქალაქებში მშვიდობა მოვა“ – თქვა მიმართვაში ზელენსკიმ.

ზელენსკის ვიდეომიმართვის შემდეგ მაყურებლის წინაშე ჯონ ლეჯენდი, უკრაინელი მომღერალი მიკა ნიუტონი და პოეტი ლიუბა იაკიმჩუკი, ასევე სხვა უკრაინელი მომღერლები გამოვიდნენ.