ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს ექსკლუზიურ კადრებს, სადაც მთავარი არხის გადამღებ ჯგუფსა და სასულიერო პირებს შორის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ცნობისთვის, დღეს, 4 მაისს დავით-გარეჯში ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები და ადგილობრივები თავს დაესხნენ. მოსახლეობამ ჟურნალისტებსა და ივერი მელაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დამტვრეულია ტელევიზიის კამერა.