დადასტურდა კორონავირუსის 2 676 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 30 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 30 პაციენტი კი გარდაიცვალა. ჩატარდა 25 730 ტესტი.

15 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში 791 863 ადამიანია აცრილი, მათგან 237 149 ორჯერადად.