საქართველოში კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 46 ადამიანი გარდაიცვალა.
24 საათში 21 264 ტესტი ჩატარდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 7.18%, ბოლო 14 დღის – 7.8%, ხოლო ბოლო 7 დღის – 7.45%.
ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევიდან თბილისში 775 გამოვლინდა, აჭარაში – 97, იმერეთში – 216, ქვემო ქართლში – 71, შიდა ქართლში – 98, გურიაში – 23, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 119, კახეთში – 65, მცხეთა-მთიანეთში – 32, სამცხე-ჯავახეთში – 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 40 747, საიდანაც 6 138 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1 183 – კოვიდსასტუმროში, ხოლო 33 426 – ბინაზე. მძიმე პაციენტია 1 515, მათგან 327 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.